გოდერძი ბერდელიძე ევროპის ჩემპიონია!
Aa
Aa
22 ოქტომბერი 2019  |  13:31

გოდერძი ბერდელიძე ევროპის ჩემპიონია!

რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა.

ქართველმა ძალოსანმა ატაცში 123/125 კგ დასძლია და პირველი ადგილის მფლობელი გახდა.

ძალოსანმა თავი აკვრაშიც გამოიჩინა. ბერდელიძემ 144/149/153 კილოგრამის ძლევით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა!

ორჭიდის ჯამშიც საუკეთესო მაჩვენებელი 277 დაუგროვდა და აქაც ჩემპიონობა იზეიმა.

დღესვე 67 კილში საქართველოს სახელით გოგა ჩხეიძე იასპარეზებს.

ქართველი ძალოსანის გამოსვლა 17:30 საათზე დაიწყება.

საქართველოს ნაკრების წევრების განრიგი:

67 კგ. - გოგა ჩხეიძე - 22 ოქტომბერი 17:30 სთ.
81
კგ. - ბელგარ სოლომონიძე - 24 ოქტომბერი 10:30 სთ
81
კგ. - ლომია თებიძე - 24 ოქტომბერი - 16:00სთ
89
კგ. - ედუარდ კაკაბაძე- 24 ოქტომბერი 12:30 სთ
89
კგ. - რევაზ დავითაძე - 25 ოქტომბერი 13:00 სთ
96
კგ. - ანტონ პლესნოი - 25 ოქტომბერი 17:30 სთ
96
კგ. - ირაკლი გობეჯიშვილი - 25 ოქტომბერი 20:00 სთ
96
კგ. - ზაზა ლომთაძე - 25 ოქტომბერი 20:00 სთ
109
კგ. - აკაკი ტალახაძე - 26 ოქტომბერი 17:30 სთ
+109
კგ. - თორნიკე ტაბატაძე - 26 ოქტომბერი 20:00 სთ
+109
კგ. - გიორგი ჩხეიძე - 27 ოქტომბერი 15:30 სთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები