მესი არგენტინელების,
Aa
Aa

მესი არგენტინელების, "ბარსასთან" კონტრაქტისა და "სამეფო კარის თამაშების" შესახებ

ლეო მესიმ ოქროს ბუცის მეექვსედ მიღების შემდეგ რამდენიმე საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

„ჩვენი, არგენტინელების ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა არის ის, რომ გვგონია თითქოს ყველაფერში საუკეთესოები ვართ, რეალურად კი ბევრ საკითხში საუკეთესოობისგან ძალიან შორს ვართ“.

მესი „ბარსელონასთან“ სამუდამო კოტრაქტის საკითხსაც შეეხო:

„დიახ, ამაზე საუბარი გვქონდა. მსგავსი კონტრაქტი როგორიც ანდრეს ინიესტას გაუფორმეს. მე არ მინდა ისეთი კონტრაქტი, რომელიც კლუბის წევრობას მავალდებულებს.

აქ ვიქნები იმ შემთხვევაში, თუ გუნდისთვის და მისი მიზნებისთვის თამაში შემეძლება და არა იმიტომ, რომ ამას კონტრაქტი დამავალდებულებს.

ყველამ კარგად იცის, რომ ბარსელონაში მთელი ცხოვრების გატარება მინდა, აქ ბედნიერი ვარ“.

არგენტინელი შედარებით მსუბუქ თემებსაც შეეხო და სატელევიზიო შოუზე ისაუბრა:

„სატელევიზიო გადაცემების ყურება არ გვიყვარს, მხოლოდ ტელესერიალებს ვუყურებთ. სამეფო კარის თამაშების დიდი მოყვარული ვარ, თუმცა მისი დასასრული არ მომეწონა“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები