ახალი კონტრაქტი - მანჩინი იტალიას 2022 წლამდე გაწვრთნის!
Aa
Aa
14 ოქტომბერი 2019  |  22:07

ახალი კონტრაქტი - მანჩინი იტალიას 2022 წლამდე გაწვრთნის!

იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ რობერტო მანჩინისთან კონტრაქტის გახანგრძლივების გადაწყვეტილება მიიღო. ახალი ხელშეკრულების თანახმად, "სკუადრა აძურას" დამრიგებელი პოსტზე 2022 წლამდე დარჩება.

მანჩინიმ იტალიის ნაკრები გასულ წელს ჩაიბარა და მშვენიერი შედეგები აქვს. მისმა გუნდმა "ევრო 2020"-ის საგზური შესარჩევი ციკლის დასრულებამდე 3 ტურით ადრე გაინაღდა.

"სკუადრა აძურამ" ბოლო 7 ოფიციალური მატჩი ზედიზედ მოიგო, რაც 1938 წლის შემდეგ არ გაუკეთებია. მაშინ ნაკრების დამრიგებლად ლეგენდარული ვიტორიო პოცო მუშაობდა და მან გუნდს ზედიზედ 9 ოფიციალური შეხვედრა მოაგებინა, რაც იტალიელთა ყველა დროის რეკორდია.

რობერტო მანჩინი იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დასრულებამდე იმუშავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები