Aa
Aa

ვენგერი: "აზარი რონალდუს შემცვლელად არ გამოდგება"

არსენ ვენგერი მადრიდის „რეალში“ არსებულ მდგომარეობასა და ედენ აზარის შესახებ საუბრობს. ფრანგი სპეციალისტის აზრით, აზარს „ბლანკოსში“ ჯერ საკუთარი თავი არ გამოუვლენია, თუმცა იგი რონალდუს შემცვლელად მაინც არ გამოდგება.

„ედენ აზარი ბრწყინვალე ფეხბურთელია, მას შანსების შექმნა ძალიან კარგად შეუძლია და ხანდახან, შეიძლება, დიდ მატჩებში გოლებიც შეაგდოს.

ბელგიელს არავისი ეშინია და, ვფიქრობ, მისი საუკეთესო თამაში „რეალში“ ჯერ არ უნახავთ, რადგან ფიზიკურად კარგ ფორმაში არაა. როცა სასურველ კონდიციებს მიაღწევს, ნამდვილ აზარს სწორედ მაშინ აღმოაჩენენ.

თუმცა, იგი რონალდუს შემცვლელად არ გამოდგება, რადგან სეზონში 50 გოლს ვერ გაიტანს. ეს უბრალოდ მის სათამაშო სტილში არაა, ის ასეთი ტიპის ფეხბურთს არ თამაშობს.

გუნდს ახალი გოლების მანქანა სჭირდება, რადგან კარიმ ბენზემა უკვე 32 წლისაა. ასე რომ, თუკი გუნდს ვინმე მასზე ახალგაზრდა ჰყავს და მისი ეიმედებათ, კარგი იქნება, შანსი მას მიეცეს“.

სანაკრებო პაუზის შემდეგ „რეალს“ საკმაოდ რთული პერიოდი ეწყება, გუნდი ჯერ ბალეარის კუნძულებზე - „მალიორკას“, შემდეგ კი სტამბულში „გალათასარაის“ უნდა ესტუმროს, რასაც 26 ოქტომბერს „ნოუ კამპზე“ გასამართი „ელ კლასიკო“ მოჰყვება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები