როდრი:
Aa
Aa

როდრი: "ლივერპული ევროპაში საუკეთესო გუნდია"

"მანჩესტერ სიტის" სარეკორდო შენაძენი, როდრი თვლის, რომ "ლივერპული" დღესდღეობით ევროპაში ნომერ პირველი გუნდი გახლავთ. იურგენ კლოპის კოლექტივი წლევანდელ სეზონში შესანიშნავად გამოიყურება. "მერსისაიდელებს" პრემიერ ლიგაში 100 პროცენტიანი შედეგი აქვთ და "ქალაქელებს" უკვე 8 ქულით უსწრებენ.

როდრი ყველაფერს მშვენივრად ხედავს და აცხადებს: "ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მოქმედი ჩემპიონია და წითლების დამარცხება ყველას სურს. მათ შორის ჩვენც. ლივერპულთან გამარჯვების მოპოვება ადვილი არ გახლავთ, თუმცა ამასთან შეგუებულები ვართ, რადგან ბოლო ორი წელიწადია ასეა".

"ლივერპული შესანიშნავი გუნდია. მერსისაიდელებმა ბევრ ასპექტში მოუმატეს და ჩემი აზრით საუკეთესოები არა მხოლოდ ინგლისში, არამედ ევროპაში არიან".

როდრიმ გუარდიოლას სათამაშო სქემის შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა: "ჩემთვის სიტის ტაქტიკაში თავის დამკვიდრება დიდი გამოწვევაა, რადგან კონკრეტულად ამ პოზიციაზე არასდროს მითამაშია".

"ბევრი შემტევი ფეხბურთელი გვყავს და ოპონენტები კონტრშეტევებს აქტიურად იყენებენ. ასეთ მომენტებში ვსწავლობ წინ როდის უნდა წავიდე, ჩემს პოზიციაზე როდის დავრჩე და ტაქტიკური ჯარიმა როდის ავიღო".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები