აბურჯანია:''დროა ირლანდიასთან ქომაგი გავახაროთ''

სიახლე 10.10.2019
A+ A- 10:10

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ირლანდიის მეთერთმეტე დაპირისპირება "დინამო არენაზე" 12 ოქტომბერს შედგება. ჯგუფის ლიდერთან მატჩისთვის საქართველოს ნაკრები 7 ოქტომბრიდან არასრული შემადგენლობით ემზადება. მთავარი მწვრთნელის განკარგულებაში დღესაც 21 ფეხბურთელი იყო. საწვრთნელი შეკრების ფარგლებში, გუნდმა 9 ოქტომბერს დილის ვარჯიში სრული დატვირთვით ჩაატარა.

სავარჯიშო პროცესის დასრულების შემდეგ კი, ფეხბურთელებმა თავისუფალი დრო გამოიყენეს და ეროვნული ნაკრების სამი წევრი, გიორგი ქვილითაია, გიორგი აბურჯანია და გიორგი ლორია თბილისის 157-ე საჯარო სკოლას ესტუმრნენ. ფეხბურთელებმა სკოლის მოსწავლეების შეკითხვებს უპასუხეს და საქართველო - ირლანდიის მატჩზე დაპატიჟეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა ირლანდიასთან  და გიბრალტართან დაგეგმილი მატჩების შესახებ ისაუბრეს:

გიორგი ქვილითაია: "რა თქმა უნდა, ირლანდია უხერხული მეტოქეა და სამწუხაროდ, მათთან ჯერ არ მოგვიგია. მიმდინარე წელს, ბოლო საშინაო მატჩის გამართვა სწორედ მათ წინააღმდეგ გვიწევს და იმედი მაქვს, რომ ჩვენს გულშემატკივართან ერთად ირლანდიის დამარცხებას და სამი ქულის მოპოვებას შევძლებთ.

რაც შეეხება ჩემს სათამაშო ფორმას, საბედნიეროდ ტრავმა აღარ მაწუხებს და ოპტიმალურ ფორმასთან ახლოს ვარ. აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, რომ ეროვნულ ნაკრებს ჩემი შედეგიანი თამაშით დავეხმარები".

გიორგი აბურჯანია: "ირლანდია ჩვენთვის რთული მეტოქეა, ვფიქრობ, დადგა დრო, რომ ირლანდიის წინააღმდეგ წარმატებით ვითამაშოთ და გულშემატკივარი გავახაროთ.

ჯერ სრული შემადგენლობით არ შევკრებილვართ, გურამ კაშია და ვაკო ყაზაიშვილი ხვალიდან შემოგვიერთდებიან. წინ ორი მნიშვნელოვანი თამაში გველის, ჩვენი სურვილია, რომ მიმდინარე წლის ბოლო საშინაო მატჩი სასურველი შედეგით დავასრულოთ.

მსურს, რომ გულშემატკივარს მოვუწოდო მოვიდნენ სტადიონზე და მხარი დაგვიჭირონ. ეროვნული ნაკრების თითოეული ფეხბურთელისთვის მათი მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია."

10 ოქტომბერს დაგეგმილ სავარჯიშო პროცესში ვაკო ყაზაიშვილი და გურამ კაშიაც ჩაერთვებიან.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: გიორგი ლორია (ანორთოსისი, კვიპროსი), გიორგი მაკარიძე (ვიტორია, სეტუბალი, პორტუგალია), ლაზარე კუპატაძე (საბურთალო, თბილისი)

მცველები: ოთარ კაკაბაძე (ლუცერნი, შვეიცარია), გურამ კაშია (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ), სოლომონ კვერკველია (ლოკომოტივი, მოსკოვი, რუსეთი), დავით ხოჭოლავა (შახტარი, დონეცკი, უკრაინა), გია გრიგალავა (არსენალი, ტულა, რუსეთი), ჯიმი ტაბიძე (უფა, რუსეთი), გიორგი ნავალოვსკი (დინამო, ბათუმი)

ნახევარმცველები: ჯაბა კანკავა (ტობოლი, ყაზახეთი), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ვაკო გვილია (ლეგია, პოლონეთი), საბა ლობჟანიძე (რანდერსი, დანია),, გიორგი აბურჯანია (ტვენტე, ჰოლანდია), ჯანო ანანიძე (სპარტაკი, მოსკოვი, რუსეთი), თორნიკე ოქრიაშვილი, მურთაზ დაუშვილი (ორივე ანორთოსისი, კვიპროსი), ლევან შენგელია (ქონიასპორი, თურქეთი), გიორგი ხარაიშვილი (გეტებორგი, შვედეთი), ვაკო ყაზაიშვილი (სან ხოსე ერთკვეიკსი, აშშ)

თავდამსხმელები: გიორგი ქვილითაია (გენტი, ბელგია), ელგუჯა ლობჯანიძე (თარაზი, ყაზახეთი)

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური

ჰოლანდიის ჩემპიონატის მე-19 ტურში „უტრეხტმა“ პსვ-ს უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. „ეინდჰოვენის“ რიგებში 17 წლის მუჰამედ იჰატარენ...

რამდენიმე წუთის წინ ოფიციალურად დადასტურდა, რომ 2019-20 წლების სეზონის პირველი „ელ კლასიკო“ 18 დეკემბერს გაიმართება. როგორც მოგეხსებათ &bd...

სოლ კემპბელი ინგლისის რანგით მე-3 ლიგის კლუბ „საუთჰენდ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაცია საუთჰენდელთა ოფიციალურმა საიტმა ...

კილიან მბაპე ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ტურნირზე 15 გოლის გატანა შეძლო. ფრანგმა ვარსკვლავმა ლიონელ მესის მაჩვე...

საქართველს ნაკრები ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში ბრძოლას 24 ოქტომბრიდან იწყებს. ქართველებთან ერთად, პირველ ჯგუფში, ელიტ რაუნდში ...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა „სიტის“ სუპერვარსკლავი, რაჰიმ სტერლინგი შეაქო. „ქალაქელ...

თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა ერთწლიანი მკურნალობა წარმატებით დაასრულა. საწყის სტადიაზე აღმოჩენილი მძიმე სენისგან სპორტსმე...

თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიამ ახალი მოედანი გახსნა. დღესვე, აკადემიას მიენიჭა ლეგენდარული დავით ყიფიანის სახელი. ახალი მოედა...

ერთ-ერთმა გამორჩეულმა პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ "სეტუბალის" ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჟურნალის ხვალინდე...

ბელგიური ''გენტის'' სარეზერვო გუნდში გიორგი ქვილითაიამ ''ბეერსხოტთან'' მატჩში 30-წუთიან მონაკვეთში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ''გენტ...

საფეხბურთო კლუბი ფოთის ''კოლხეთი'' განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კლუბს დაფინანსებთასთან დაკავშირებით უარყოფითი პასუ...

გუშინ პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემა France Football-მა "ოქროს ბურთის", მეკარეებს შორის - იაშინის ჯილდოსა და ახალგაზრდებს შორის - Kopa Trophy-ის 2019 ...

საქართველოს 16-წლამდე ნაკრებმა მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა უკრაინასთან და ამით შეკრება დაასრულა. ჩვენმა წინა შეხვედრისგან განსხვავებული შემადგენლობ...

კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით, ასაკი მხოლოდ ციფრებია და აუცილებელი ჭეშმარიტებაა არაა, კარიერა 35 წელს მიახლოებულმა დაასრულო. რონალდუ ამის შესახებ რეპ...

ტიაგო მოტამ ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ იტალიურ „ჯენოასთან“ შეთანხმებას მიაღწია და უახლოეს საათებში კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტს დაიკა...

შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილის ''გიოტებორგი'' საკუთარ კედლებში ''იურგორდენთან'' 0:1 დამარცხდა. გიბრალტართან გატანილი გოლის შემდეგ ...

„პარი სენ-ჟერმენის“ სუპერვარსკლავი, ნეიმარი დარწმუნებულია, რომ უახლოეს პერიოდში მასსა და პარიზული გრანდის ქომაგებს შორის ურთიერთობა გამოსწ...

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ექს-ფეხბურთელმა, პატრის ევრამ „არსენალი“ გააკრიტიკა. ფრანგ უკანახაზელს მიაჩნია, რომ ბოლო 10 წლის განმავ...

რეკომენდებული სიახლეები
თბილისის ''ლოკომოტივის'' ფეხბურთელმა მამია გავაშელიშვილმა ერთწლიანი მკურნალობა წარმატებით დაასრულა. საწყის სტადიაზე აღმოჩენილი მძიმე სენისგან სპორტსმე...
22.10.2019
რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე გოდერძი ბერდელიძემ საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედლები მოუტანა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში ...
22.10.2019
შვედეთის საფეხბურთო ჩემპიონატში გიორგი ხარაიშვილის ''გიოტებორგი'' საკუთარ კედლებში ''იურგორდენთან'' 0:1 დამარცხდა. გიბრალტართან გატანილი გოლის შემდეგ ...
22.10.2019
ბელგიური ''გენტის'' სარეზერვო გუნდში გიორგი ქვილითაიამ ''ბეერსხოტთან'' მატჩში 30-წუთიან მონაკვეთში 4 გოლი შეაგდო და 1 საგოლე გადაცემა შეასრულა. ''გენტ...
22.10.2019
საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან ისტორიული შედეგით დაბრუნდა.  მაროკოს ქალაქ მარაქეშში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრ...
22.10.2019
საფეხბურთო კლუბი ფოთის ''კოლხეთი'' განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით ფოთის საზღვაო ნავსადგურმა კლუბს დაფინანსებთასთან დაკავშირებით უარყოფითი პასუ...
22.10.2019
ძალოსნობაში ევროპის 23-წლამდე ჩემპიონატზე გოგა ჩხეიძემ 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ქართველმა სპორტსმენმა ატაცში 153 კგ. დაძლია და ბრინჯა...
22.10.2019
სპორტული სიახლეების ვიდეოკოლაჟი CrystalSport-ისგან...
22.10.2019
თბილისის „ლოკომოტივის“ საფეხბურთო აკადემიამ ახალი მოედანი გახსნა. დღესვე, აკადემიას მიენიჭა ლეგენდარული დავით ყიფიანის სახელი. ახალი მოედა...
22.10.2019
ერთ-ერთმა გამორჩეულმა პორტუგალიურმა გამოცემა A Bola-მ "სეტუბალის" ქართველ მეკარე გიორგი მაკარიძესთან ვრცელი ინტერვიუ ჩაწერა, რომელიც ჟურნალის ხვალინდე...
22.10.2019
საქართველს ნაკრები ფუტსალის 2020 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში ბრძოლას 24 ოქტომბრიდან იწყებს. ქართველებთან ერთად, პირველ ჯგუფში, ელიტ რაუნდში ...
23.10.2019
უკანასკნელი სიახლეები