Aa
Aa

როგორ გავიგოთ ვინაა მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი? ბერბატოვი თავის გზას გვათაზობს

"მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ტოტენჰემის" ექს-მოთამაშეს, დიმიტარ ბერბატოვს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის შესახებ გამართული დებატები ყელში ამოუვიდა და მარტივ გამოსავალს მიაგნო.

ბულგარელი თავდამსხმელის მიხედვით ოქროს ბურთისა და Fifa-ს Best-ის დაჯილდოების გამარჯვებულები ყოველწლიურად კრიშტიანუ რონალდუ და ლიონელ მესი უნდა გახდნენ.

ბერბატოვმა საკუთარი მოსაზრება Goal.com-თან საუბრისას დააფიქსირა და განაცხადა: "რონალდუ მესის წინააღმდეგ. როგორ შეიძლება ისინი ერთმანეთისგან განასხვავო? ჩემი აზრით ფეხბურთის მმართველმა ორგანოებმა ყოველწლიურად ყველა ჯილდო ორივე მათგანს უნდა გადასცენ. ძალიან რთულია რომელიმე მეორეზე წინ დავაყენოთ".

"რონალდუს ჯილდოების დასაკუთრება იმიტომ სურს, რომ ამბიციური ადამიანია. კრიშტიანუ რეკორდების დამხობაზეა ორიენტირებული. მესის ეს არ ახასიათებს, თუმცა დარწმუნებული ვარ, როცა სახლში მარტო იმყოფება ფიქრობს: "მე ყველას გავანადგურებ".

ბერბატოვმა, რომელმაც კარიერა ცოტა ხნის წინ დაასრულა, ზლატანიც არ დაივიწყა და აღნიშნა: "შეხედეთ იბრაჰიმოვიჩს. მართალია MLS პრემიერ ლიგისა და სერია A-ს დონის ჩემპიონატი არაა, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. 38 წლის ვარ და ყოველ დილით ტკივილი მაწუხებს. იბრა კი კვლავ მოწოდების სიმაღლეზეა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები