დუდუ დადიანის თასს ახალი მფლობელი ეყოლება
Aa
Aa

დუდუ დადიანის თასს ახალი მფლობელი ეყოლება

დუდუ დადიანის მემორიალურ ტურნირზე ფინალისტები გამოვლინდნენ. სატიტულო მატჩში ერთმანეთს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდი დაბათუმიშეხვდებიან. დღეს, ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ნახევარფინალებში სწორედ ამ გუნდებმა იმარჯვეს. თსუ-კაკტუსისაკმაოდ იოლად 90:71 დაამარცხა, ხოლო ზღვისპირელებმადინამოს” 98:84 აჯობეს.

აღსანიშნავია, რომ დუდუ დადიანის თასს ახალი მფლობელი ეყოლება. არცბათუმსდა არც თსუ-ს აქამდე ეს ტიტული არასდროს მოუგიათ. თსუ სამჯერ –  2002, 2005 და 2009 წლებში ყოფილა ფინალში, თუმცა ყველა სატიტულო შეხვედრა წაგებული აქვს.

ორივე გუნდმა კარგად ჩაატარა დუდუ დადიანის მემორიალის ჯგუფური და პლეი ოფის მატჩები. დისციპლინისა და კარგი ფიზმომზადების ხარჯზე ლექსო ლაფანაშვილს არ უჭირს, თსუ-ს კომბინაციური კალათბურთი ათამაშოს. ეს დღევანდელ ნახევარფინალშიც გამოჩნდა, რომელშიც თსუ-ელებმა შანსი არ დაუტოვესკაკტუსს”. უნივერსიტეტელებს დიდი რესურსი გააჩნიათმათ რიგებში დღეს დებიუტი ჰქონდა სერბ გამთამაშებელ ჯორჯე მილოსავლიევიჩს, ხოლო კიდევ ერთი ლეგიონერი ახალი ჩამოსული იყო და არ უთამაშია

თსუ-ელებს ულიდერა ვასილ ბერუაშვილმა, რომელიც წინა სეზონშილიგაში თამაშობდა, თუმცა ის თავისი გარჯითა და შრომისმოყვარეობით სუპერლიგის გუნდშიც იმკვიდრებს მოწინავე ადგილს.

ჩინებულად გამოიყურებაბათუმიც”. გია კაზანჯიანმა საკმაოდ დაბალანსებულ შემადგენლობას მოუყარა თავი, ზღვისპირელებს ლეგიონერებიც უმართლებენ და შედეგიც სახეზეა. აჭარულმა კლუბმა საკმაოდ მძლავრდინამოსკლასიკურად, ბოლო პერიოდში მოუგო. მაკედონიელი მუია ტაჩის გაწვრთნილმა თბილისელებმა პირველ პერიოდში მიღებული სოლიდური დეფიციტი ბოლო მეოთხედისთვის 3 ქულამდე კი შეამცირეს, მაგრამ გადამწყვეტ მომენტში წინა მატჩების მსგავსად ბათუმელებმა სტაბილურად, შედეგიანად ითამაშეს და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვეს. თვალისმომჭრელი შედეგიანობა გამოავლინა ამერიკელმა კოლინს მალკოლმმა, რომელმაც 10 მოხსნასთან ერთად 26 ქულა ისე მიითვალა, თამაშიდან ნასროლი 13 სროლიდან მხოლოდ 1 ააცილა.

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალი 9 ოქტომბერს, 19:00 საათზe გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები