შენგელიას გმირობა არ შედგა: ''ბასკონიას'' დასანანი მარცხი
Aa
Aa

შენგელიას გმირობა არ შედგა: ''ბასკონიას'' დასანანი მარცხი

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში მესამე ტურის შეხვედრები გაიმართა. ''ბასკონიამ'' შინ ''უნიკახას'' უმასპინძლა და 77:78 დამარცხდა. მატჩის დასრულებამდე 7 წამით ადრე თორნიკე შენგელიამ ორი სამქულიანი ჩააგდო და ''ბასკონია'' დააწინაურა, თუმცა შემდეგ  სტუმრებმა ჯარიმა მოიპოვეს, ხაიმე ფერნანდესმა შანსი გამოიყენა და გუნდს გამარჯვება მოუპოვა.

შენგელიას ''ბასკონიას'' სასტარტო ხუთეულში მოხვდა, პარკეტზე გატარებულ 23 წუთსა და 55 წამში მის ანგარიშზე 11 ქულა, 1 მოხსნა, 3 პასი და 2 ჩაჭრაა.

''ბასკონიაში'' ყველაზე შედეგიანი საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი მეტ ჯენინგი იყო, მან 6-დან 4 სამქულიანი გამოიყენა და 16 ქულა მოუტანა გუნდს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები