გერმანიის ნაკრების მეკარე
Aa
Aa

გერმანიის ნაკრების მეკარე "ლესტერში" გადადის...

გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "ჰანოვერის" გოლკიპერი რონ-რობერტ ცილერი კარიერას ინგლისის ჩემპიონ "ლესტერში" გააგრძელებს.

"რონ-რობერტ ცილერმა კლუბის დატოვება გადაწყვიტა. იგი უახლოეს დღეებში ინგლისში ჩავა და საფეხბურთო კლუბ "ლესტერთან" სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ კონტრაქტს გააფორმებს". - ვკითხულობთ გერმანული კლუბის ოფიციალურ განცხადებაში. 

სხვათა შორის, ცილერს ინგლისში აქამდეც უთამაშია, იგი 2008-2010 წლებში "მანჩესტერ იუნაიტედში" ირიცხებოდა, 2008-2009 წლებში კი განათხოვრების წესით, დაბალი ლიგის "ნორთჰემპტონში" ასპარეზობდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები