7-დან 7!
Aa
Aa

7-დან 7! "ლივერპულმა" "შეფილდთან" მძიმე ბრძოლაში გაიმარჯვა

პრემიერლიგის მე-7 ტურში „ლივერპული“ „შეფილდს“ ესტუმრა და საკმაოდ რთულ ბრძოლაში მორიგი 3 ქულა მოიპოვა.

კლოპის გუნდი პრემიერლიგას 7-დან 7 მოგებით ლიდერობს და 2019-2020 წლების სეზონს ძალიან სტაბილურად იწყებს.

„მერსისაიდელებს“ გამარჯვების მოპოვება ძალიან გაუჭირდათ და შეიძლება ითქვას მათ გაუმართლათ კიდეც.

უგოლო ტაიმის შემდეგ, მეორე ნახევარში „შეფილდის“ მეკარემ დინ ჰენდერსონმა ვაინალდუმის დარტყმისას მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ბურთი ხელებში გაუძვრა.

საბოლოოდ, მასპინძლები ამ შემთხვევითი გოლის შედეგად დამარცხდნენ.

„ლივერპულმა“ კი გასული სეზონიდან მოყოლებული მიჯრით მე-16 შეხვედრა მოიგო. რეკორდი „მანჩესტერ სიტის“ ეკუთვნის, რომელსაც ზედიზედ 18 მატჩი აქვს მოგებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები