კროოსი: "დიდმა კლუბმა დიდი ტურნირი უნდა მოიგოს"
"რეალის" ნახევარმცველმა ტონი კროოსმა გერმანულ პრესასთან დღევანდელ მატჩზე ისაუბრა:
"ამ კონკრეტული მომენტისთვის სეზონი კარგად მიდის, თუმცა თუ ფინალი წავაგეთ ამას აღარავინ იტყვის და წელი ჩაგდებულად ჩაითვლება. ჩვენ ეს თამაში უნდა მოვიგოთ".
"მთელი გუნდი, ფეხბურთელებიც, გულშემატკივრებიც და მთლიანი შტაბიც მხოლოდ გამარჯვებას ელის. ასე რომ, დიდი ტურნირის ტიტული დიდ გუნდს უნდა დარჩეს". - აცხადებს კროოსი, რომელსაც "ჩემპიონთა ლიგა" 2012-2013 წლებში "ბაიერნთან" ერთად უკვე აქვს მოგებული.