Aa
Aa

"სიტი" 8:0 "უოტფორდი" - გვარდიოლას გუნდმა მეტოქე დამარხა!

პრემიერლიგის მე-6 ტურში „მანჩესტერ სიტიმ“ „უოტფორდს“ უმასპინძლა და 8:0 გაანადგურა.

„ქალაქელებმა“ მეტოქე არ დაინდეს და მათი დამარხვა პირველი წუთიდანვე დაიწყეს.

გოლების ავტორები დავიდ სილვა, სერხიო აგუერო, ბერნარდო სილვა (3), ოტამენდი და დე ბრუინი გახდნენ.

პეპ გვარდიოლას გუნდი „ლივერპულს“ პოტენციურად 5 ქულით ჩამორჩება, ამ მომენტისთვის კი სხვაობა 2 ქულაა. „მერსისაიდელები“ თავიანთ შეხვედრას 22 სექტემბერს „სტემფორდ ბრიჯზე“ „ჩელსის“ წინააღმდეგ გამართავენ.

„სიტის“ 6 ტურის შემდეგ პრემიერლიგაში უკვე 24 გოლი აქვს გატანილი, რაც ცალსახად საუკეთესო შედეგია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები