Aa
Aa

ჰადსონ-ოდოიმ "ჩელსისთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ლონდონის „ჩელსის“ ახალგაზრდა შემტევმა, კალუმ ჰადსონ-ოდოიმ „არისტოკრატებთან“ ახალი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ფეხბურთელს მიუნხენის „ბაიერნი“ აქტიურად ეპატიჟებოდა, თუმცა ოდოიმ „სტემფორდ ბრიჯზე“ დარჩენის გადაწყვეტილება მიიღო.

ბრიტანული ტაბლოიდების ცნობით, თინეიჯერი მოთამაშის ხელშეკრულება 2024 წლის ზაფხულამდეა გათვლილი, რომლის წლიური ღირებულება 9.5 მილიონი ფუნტია.

ჰადსონ-ოდოი ბოლო წლებში „ჩელსის“ 23-წლამდელთა გუნდის უდავო ლიდერი გახლდათ, „ლურჯების“ ძირითად გუნდში კი 16 წლის ასაკში დააწინაურეს და ევროპა ლიგის გასულ სეზონში 4 გოლი შეაგდო, ერთხელ კი თავი ინგლისის ასოციაციის თასზე გამოიჩინა.

ნიჭიერი შემტევის ამჟამინდელი სატრანსფერო ღირებულება 35 მილიონი ევროა. არსებული ცნობებით, „ბაიერნი“ მის ტრანსფერზე მუშაობას ზამთარში გააგრძელებს და „ჩელსის“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 44 მილიონ ფუნტს შესთავაზებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები