მილტონ ჰეიგი :
Aa
Aa

მილტონ ჰეიგი : "წელს მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება"

ბორჯღალოსნებმა ერთკვირიანი ვარჯიშის შემდეგ ტოკუშიმას ბანაკი დატოვეს და ნაგოიაში ჩავიდნენ, სადაც 2019 წლის მსოფლიო თასის პირველი მატჩისთვის მზადებას განაგრძობენ

გუნდს სადებიუტო შეხვედრა 23 სექტემბერს, საქართველოს დროით 14:15 საათზე ტოიოტაში, უელსის ნაკრებთან გამართავს.  

ტოკუშიმაში გუნდს ნაყოფიერი, სხვადასხვა აქტივობებით დატვირთული პერიოდი ჰქონდათ. პრეფექტურის ხელმძღვანელობა და მოსახლეობა ჩვენს ნაკრებს გულთბილად დახვდა და მოსამზადებლად საუკეთესო პირობები შეუქმნა.

ნაგოიაში ჩასვლის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა მსოფლიო თასის ფარგლებში პირველი პრესკონფერენცია გამართეს.

მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, გუნდის კაპიტანმა მერაბ შარიქაძემ და ნაკრებში დაბრუნებულმა ვარსკვლავმა მამუკა გორგოძემ, ჟურნალისტების კითხვების უპასუხეს.

მილტონ ჰეიგი: „ 2015 წელს ჩვენ შეუმჩნეველები ვიყავით, არავინ ელოდა ჩვენგან ასეთ თამაშს და ტონგელმა მორაგბეებმა, მათთან მოგების შემდეგ, ეს პირადად მითხრეს. მაშინ მოვახერხეთ ავტომატური კვალიფიკაცია, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაშიც კარგი შედეგები გვქონდა. ასე, რომ ამჯერადრადარებსვერ დავემალებით და წელს მიზნის მიღწევა უფრო რთული იქნება.მიუხედავად გარკვეული პაუზისა, ისეთივე მამუკა გორგოძეს იხილავთ, როგორსაც აქამდე ხედავდით. მას არ დაუკარგავს ის ძლიერი მხარეები, რაც ჰქონდა. ამოცდილებისა და ლიდერისთვის საჭირო თვისებების გარდა, ის ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეა, რითაც ქართველები გამორჩეულები არიან. მისი თამაშისგან ზუსტად იმას მივიღებთ, რისი მოლოდინიც გვაქვს. უელსის ტრავმებს ვითვალისწინებთ, თუმცა ეს ექვსი ერის გამარჯვებული გუნდია, ასეთი შედეგის მიღწევა კი, სიღრმეების გარეშე წარმოუდგენელია“.

მერაბ შარიქაძე:სირბილი ახლახანს დავიწყე და თავს ნორმალურად ვგრძნობ. ტრავმა ძალიან ცუდ დროს მივიღე. იმედი მაქვს, რომ მსოფლიო თასის მსვლელობისას ფორმაში შესვლას მოვახერხებ. ჩვენგან ბევრს ელიან და ყოველ დღე, ყოველ საათს მუხლჩაუხრელად ვიშრომებთ, რომ სასურველ შედეგს მივაღწიოთ“.

მამუკა გორგოძე:მას შემდეგ, რაც ნაკრებში ბოლო თამაში ჩავატარე, ძალიან დიდი დრო გავიდა. გუნდში ჩემი როლი ისეთივე იქნება, როგორიც ნებისმიერი მოთამაშის. მოედანზე თუ მის მიღმა, შედეგის მისაღწევად მაქსიმუმს გავიღებთ. ახლა თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. გუნდს მარტივად შევეწყე. ჩვენი სიძლიერე სწორედ იმაშია, რომ მთელი გუნდი ერთი ოჯახივით ვართ. მსოფლიო თასზე თამაშისას ყველა პირადული მეორეხარისხოვანი ხდება. პირად წარმატებებზე არც კი ვფიქრობ. ჩემი სურვილია, რომ გუნდთან ერთად მივაღწიო წარმატებას

ცხელი ამბები