გუარდიოლა:''გვავიწყდება, რომ ფეხბურთელები ადამიანები არიან''
Aa
Aa

გუარდიოლა:''გვავიწყდება, რომ ფეხბურთელები ადამიანები არიან''

პრემიერლიგაში დაბრუნებულმა ''ნორვიჩმა'' მეხუთე ტურში ''ქეროუ როუდზე'' ინგლისის მოქმედი ჩემპიონი ''მანჩესტერ სიტი'' 3:2 დაამარცხა. გამარჯვებულთა მხრიდან მესამე გადამწყვეტი გოლი ფინელმა ტეემუ პუკიმ შეაგდო, 29 წლის სკანდინავიელი საოცარ ფორმაშია, პრემიერლიგის აგვისტოს თვის საუკეთესო ფეხბურთელმა ინგლისის ჩემპიონატის 5 შეხვედრაში 6 გოლით გამოიჩინა თავი.

სენსაციური მარცხის შემდეგ ''ქალაქელების'' მთავარი მწვრთნელი პეპ გუარდიოლა ბრიტანულ მედიას ესაუბრა.

პეპ გუარდიოლა:'' რა ვივარაუდო? ''ლივერპულს'' მივულოცო ჩემპიონობა? ''ლივერპულს'' ხუთი ქულით ჩამოვრჩებით, მაგრამ ჯერ ხომ სექტემბერია. 

ჩემს ფეხბურთელებში ეჭვი ერთი წამით არ შემიტანია.

ზოგჯერ ჩვენ შეცდომებს ვუშვებთ. ვფიქრობ ზოგჯერ გვავიწყდება, რომ ფეხბურთელები ადამიანები არიან.

ფეხბურთი სწრაფი თამაშია, გარკვეულ მომენტებში არასწორ გადაწყვეტილებას იღებ, თუმცა მე უნდა დავინახო რა შემიძლია გავაკეთო ფეხბურთელთა დასახმარებლად.''

''მანჩესტერ სიტის'' მხრიდან მეორე გოლის ავტორმა როდრიგომ მედიასთან განაცხადა:''ვფიქრობ ჩვენი საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ. ჩვენ დავმარცხდით დაშვებული შეცდომების გამო და არა იმ მიზეზით, რომ ''ნორვიჩი'' ჩვენზე უკეთესი გუნდია. ეს კარგი გაკვეთილია, შეგვიძლია შეცდომებზე ვისწავლოთ და შემდეგ შეხვედრაში შეცდომები არ გავიმეოროთ.''

პრემიერლიგაში ''მანჩესტერ სიტი'' შემდეგ მატჩს საკუთარ კედლებში 21 სექტემბერს ''უოტფორდთან'' ჩაატარებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები