5-დან 5!
Aa
Aa

5-დან 5! "ლივერპულის" მორიგი გამარჯვება - კლოპის გუნდი კვლავ უდანაკარგოდ

პრემიერლიგის მე-5 ტურში „ლივერპულმა“ „ნიუკასლს“ უმასპინძლა და მორიგი გამარჯვება გაიფორმა.

„მერსისაიდელებმა“ საწყის 5 ტურში ხუთივე მატჩი მოიგეს. კლოპის გუნდის მსხვერპლი ამჯერად „ნიუკასლი“ გამოდგა.

„წითლებმა“ 3:1 მოიგეს. მიუხედავად იმისა, რომ „ენფილდის“ ბინადრები შეხვედრას აგებდნენ, საბოლოოდ მაინც დამაჯერებლად და ლამაზად მოიგეს. მანეს დუბლი და სალაჰის ულამაზესი გოლი.

„ლივერპული“ მატჩებს საკმაოდ დამაჯერებლად იგებს და წინა სეზონის მწარე გამოცდილების შემდეგ 2019-2020 წლების სეზოში პრემიერლიგის მოგებას გეგმავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები