Aa
Aa

ვენგერი: "სალაჰს უზარმაზარი პოტენციალი აქვს"

ლონდონის „არსენალის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, არსენ ვენგერი თვლის, რომ მოჰამედ სალაჰს დიდი პოტენციალი აქვს და შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს. ფრანგი სპეციალისტის აზრით „ლივერპულის“ შემტევისა და ლიონელ მესის თამაშის სტილის ერთმანეთთან შედარება შესაძლებელია, მაგრამ ეგვიპტელი რამდენიმე კომპონენტში მოიკოჭლებს.

ვენგერის აზრით სალაჰმა უნდა ისწავლოს დამაგვირგვინებელ ფაზაში ყველაფერი საკუთარ თავზე როდის აიღოს და გადაცემები როდის გააკეთოს.

 „მეთოფეების“ ექს-თავკაცმა Be IN Sports-თან ისაუბრა და აღნიშნა: „თუ კონკრეტიკა გსურთ, გეტყვით, რომ სალაჰი მესის საშუალოდ 20 გოლით ჩამორჩება. თუმცა ეგვიპტელისა და არგენტინელის სათამაშო სტილს შორის რაღაც მსგავსებები ნამდვილად არსებობს“.

„ჩემი აზრით დამაგვირგვინებელ ფაზაში სალაჰი მესის მსგავსად მოქმედებს, მაგრამ ეს უკანასკნელი სრულყოფილი ფეხბურთელია. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ლეო ბოლო მომენტში პასებს ხშირად არიგებს, სალაჰს კი სურს შეტევა თავად დაასრულოს. ალბათ ყველაფერი ასაკის მატებასთან ერთად გამოსწორდება და მოჰამედი მიხვდება დამაგვირგვინებელ ფაზაში როგორ უნდა იმოქმედოს“.

„პირადად მე სალაჰის მიმართ სიმპათიებით ვარ განწყობილი და ვთვლი, რომ მას უზარმაზარი პოტენციალი აქვს“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები