Aa
Aa

"ფიორენტინა" პოლიტანოს შეძენას გეგმავს

Sky Sport Italia-ს მიხედვით "ფიორენტინა" მზადაა "ინტერს" მატეო პოლიტანოს სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაუხადოს. ამ ზაფხულს 26 წლის ფეხბურთელის გადაბირება რამდენიმე კლუბს სურდა, თუმცა "ნერაძურიმ" ყველა უარით გაისტუმრა.

მიუხედავად ამისა, იტალიური პრესა იუწყება, რომ სარფიანი წინადადების მიღების შემთხვევაში "შავ-ლურჯები" ტრანსფერზე დაფიქრდებიან. "ინტერს" პოლიტანოს სანაცვლოდ 35 მილიონი ევრო სურს და მისი შემცვლელიც შერჩეული ჰყავს.

"ნერაძური" მიღებულ თანხას ფრანკფურტის "აინტრახტის" შემტევის, ანტე რებიჩის შესაძენად დახარჯავს.

"ფიორენტინასა" და მილან გრანდს კარგ ურთიერთობა აქვთ და მოლაპარაკებების წარმატებით დასრულდება გადაულახავ დაბრკოლებას ნამდვილად არ წარმოადგენს. ერთადერთი პრობლემა დროის სიმცირეა. კლუბებმა უნდა იჩქარონ, თორემ 2 სექტემბერი კარს მოადგათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები