შეუჩერებელი სალაჰი -
Aa
Aa

შეუჩერებელი სალაჰი - "ლივერპულმა" "არსენალი" დაამარცხა და კვლავ უდანაკარგოა!

პრემიერლიგის მე-3 ტურის ცენტრალური მატჩი „ენფილდზე“ შედგა - „ლივერპულმა“ „არსენალს“ უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა. კლოპის გუნდს ამ მომენტისთვის 100%-იანი შედეგი აქვს.

პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო და გატანის უკეთესი შანსი „არსენალს“ ჰქონდა, თუმცა ნიკოლა პეპემ ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ზუსტად დარტყმა ვერ მოახერხა და მომენტი ხელიდან გაუშვა.

41-ე წუთზე ჟოელ მატიპის თავურმა „მეთოფეებისთვის“ ყველაფერი თავდაყირ დააყენა. დაწინაურების შემდეგ „ლივერპული“ გაფრინდა და უნაი ემერის გუნდმა მათ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო.

უნდა აღინიშნოს, რომ მატიპის გოლის გაუქმება ვიდეო რეფერის შეეძლო, რადგან ვან დეიკი საჯარიმოში თამაშის წესებს არღვევდა, რის შედეგადაც მატიპს დარტყმა გაუმარტივდა.

მეორე ტაიმი მო სალაჰის ზუსტი პენალტით დაიწყო. „არსენალის“ დაცვა კრიტიკას ვერ უძლებდა. ძალიან უსუსური იყო დავიდ ლუისი.

59-ე წუთზე მო სალაჰმა ბრწყინვალე დრიბლინგის შემდეგ ულამაზესი გოლი გაიტანა და მატჩს ინტრიგა მოუკლა.

85-ე წუთზე სებალიოსის ნაცვლად მოედანზე შესულმა ლუკას ტორეირამ პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო.

ლონდონელებმა სულ ეს შეძლეს და საბოლოოდ ლოგიკურად დამარცხდნენ. უნაი ემერი გასული სეზონის მსგავსად ბევრ გაუგებარ გადაწყვეტილებას იღებს და გუნდი ზუსტად იმავე გზით მიჰყავს...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები