კეილორ ნავასი პსჟ-ში თითქმის გადაწყვეტილია
Aa
Aa

კეილორ ნავასი პსჟ-ში თითქმის გადაწყვეტილია

ესპანურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ კეილორ ნავასი „სანტიაგო ბერნაბეუს“ დატოვებს და კარიერას „პარი სენ-ჟერმენში“ გააგრძელებს.

კოსტა-რიკელმა გოლკიპერმა ტრანსფერი ოფიციალურად მოითხოვა და „პარკ დე-პრენსის“ ბინადრებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ფრანგული გრანდის მთავარი სამიზნე „მილანის“ ახალგაზრდა კიპერი, ჯანლუიჯი დონარუმა გახლდათ, თუმცა „როსონერის“ მოთხოვნებიდან გამომდინარე, პსჟ-მ ყურადღება კეილორ ნავასზე გადაიტანა.

გასათვალისწინებელია, რომ კოსტა-რიკელ მეკარესთან დაკავშირებით პოზიცია „სამეფო კლუბმაც“ შეცვალა. 32 წლის კარის დარაჯი „რეალში“ ყოველწლიურად 10 მილიონ ევროს იღებს და „რეალს“ ზედმეტი ტვირთის თავიდან მოშორება სურს.

„სანტიაგო ბერნაბეუზე“ კეილორ ნავასის შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავთ. მადრიდელები სათადარიგო მეკარედ ვილი კაბალიეროსა და პეპე რეინას განიხილავენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები