Sport -
Aa
Aa

Sport - "ბარსა" ახალ წინადადებას ამზადებს

კატალონიური გამოცემა Sport იტყობინება, რომ „ბარსელონა“ ნეიმარის ტრანსფერის თაობაზე „პარი სენ-ჟერმენს“ ახალი წინადადებით მიმართავს. „კამპ ნოუს“ ბინადრები არ ნებდებიან და ბრაზილიელი ფეხბურთელის გადასაბირებლად ყველაფერს აკეთებენ.

Sport დეტალებს არ ახმაურებს, მაგრამ პროგნოზირებს, რომ „ბლაუგრანას“ შეთავაზება გაუმჯობესებული იქნება და ფრანგებს უარის თქმა გაუჭირდებათ.

როგორც ირკვევა „ბარსელონაში“ თავიდანვე იცოდნენ, რომ აგრესიული პოლიტიკის გატარება მოუწევდათ და შექმნილ სიტუაციას მომზადებულები შეხვდნენ. „ბარსას“ მესვეურებს მშვენივრად მოეხსენებათ, რომ ფლორენტინო პერესი „ნეის“ შესაძენად თავის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს გამოიყენებს და აქტიურ ქმედებებზე სწორედ ამიტომ გადავიდნენ.

Sport-ის თანახმად „ბარსელონაში“ იციან, რომ „პარი სენ-ჟერმენის“ დასაყოლიებლად სარფიანი წინადადებაა საჭირო და დათმობებზე წასვლა გადაწყვიტეს.

კატალონიური გამოცემა დასძენს, რომ „რეალი“ ყველაფერს აკონტროლებს და მზადაა პსჟ-ს „ბარსას“ ნებისმიერ შეთავაზებაზე უკეთესი წინადადებით მიმართოს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები