Aa
Aa

პსჟ-ს ახალი სამიზნე, ფრანგები პიანიჩით დაინტერესდნენ

“პარი სენ-ჟერმენი” არა მხოლოდ პაულო დიბალას გადაბირებით, არამედ მირალამ პიანიჩის შეძენითაა დაინტერესებული. ამ ინფორმაციას Calciomercato და Corriere della Sera ავრცელებენ.

გუშინ ბოსნიელი ფეხბურთელის წარმომადგენელი, ფალი რამადანი „იუვენტუსის“ შტაბ-ბინაში გამართულ შეხვედრას დაესწრო, რომელიც ერთ საათს გაგრძელდა. იტალიური პრესის ცნობით ტურინელთა მესვეურებმა შეხვედრაზე პიანიჩის სამომავლო გეგმებიც განიხილეს.

პსჟ-ს 29 წლის ნახევარმცველის საკუთარ რიგებში ხილვა დიდი ხანია სურს. პარიზელები თვლიან, რომ „ბებერი ქალბატონისთვის“ შეთავაზების გასაკეთებლად ახლა იდეალური დროა.

საქმე ის გახლავთ, რომ „ბიანკონერიმ“ აარონ რემზი, ადრიენ რაბიო და როდრიგო ბენტანკური გადაიბირა და წესითა და რიგით ნახევარდაცვის ხაზში ცვლილებების გატარების მომხრე უნდა იყოს. თანაც „იუვენტუსი“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობს და ფინანსების მოძიებაზეა ორიენტირებული.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები