ხამესის მომავალი კლუბი ცნობილია?
Aa
Aa

ხამესის მომავალი კლუბი ცნობილია?

როგორც ჩანს, მადრიდის "რეალის" კოლუმბიელი შემტევი, ხამეს როდრიგესი ამჟამინდელი კლუბის დატოვებაზე სერიოზულად ფიქრობს.

"ESPN"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელს ყველაზე მეტად, ასპარეზობის გაგრძელება "მანჩესტერ იუნაიტედში" სურს და ინგლისური კლუბისგან შემოთავაზებას ელოდება. საინტერესოა, რომ როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, მათ ეს ინფორმაცია, ხამეს როდრიგესის უახლოესი მეგობრებისგან მიიღეს.

"სამეფო გუნდის" მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის მოსვლის შემდეგ, კოლუმბიელს მოედანზე გასვლა საკმაოდ იშვიათად უწევს. ფეხბურთელის უკმაყოფილება კი, სწორედ ამ ფაქტის გამოა გამოწვეული.

როგორც მოგეხსენებათ, ხამეს როდრიგესით "პარი სენ ჟერმენი" და მიუნხენის "ბაიერნი" არიან დაინტერესებულნი. ფრანგული კლუბი მზად არის, ფეხბურთელის სანაცვლოდ 80-დან 100 მილიონ ევრომდე გადაიხადოს. თუმცა როგორც ჩანს, კლუბის დატოვების შემთხვევაში, ფეხბურთლის დამატების ყველაზე კარგი შანსი "მანჩესტერ იუნაიტედს" ექნება, რადგან ხამესის სურვილი, სწორედ "ოლდ ტრაფორდზე" ასპარეზობაა.

მსგავსი სიახლეები