BBC: შარაპოვა, დიდი ალბათობით, მალე კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს...
Aa
Aa

BBC: შარაპოვა, დიდი ალბათობით, მალე კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადებს...

ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო BBC სპორტული სამყაროსთვის არცთუ სასიამოვნო ცნობას ავრცელებს. იგი ყოფილი რუსი ჩოგბურთელისა და ამჟამად მწვრთნელის, ამ ქვეყნის ფედერაციის თასის ნაკრების ყოფილი კაპიტნის შამილ ტარპიშჩევის კომენტარს ავრცელებს:

"დიდი ეჭვის ქვეშაა ის ამბავი, რომ მარია ოდესმე კიდევ რომელიმე ტურნირზე ითამაშებს. ის ძალიან რთულ სიტუაციაშია". - აცხადებს ტარპიშჩევი. 

შარაპოვას 12 მარტს ჩოგბურთის საერთაშორის ასოციაციამ დროებითი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა. რუსს მისი გასაჩივრების საშუალება მიეცა, თუმცა როგორც ხედავთ დიდი ვერაფერი სასიკეთო ძვრებია და საჩოგბურთო სამყაროში სულ მალე 5 გზის დიდი სლემის ტურნირების გამარჯვებულისგან გამოსათხოვარ სიტყვებს ელიან. 

შეგახსენებთ, რომ შარაპოვას ე.წ. "კარიერული სლემი" აქვს შესრულებული, რაც ოთხივე დიდი სლემის ტურნირის მოგებას გულისხმობს. ასეთი რამ კი მოქმედ ჩოგბურთელთაგან, კაცებში რაფა ნადალსა და როჯერ ფედერერს აქვთ გაკეთებული, ქალთა შორის კი მხოლოდ დებ უილიამსებს... 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები