Aa
Aa

ალექსის სანჩესი "ინტერს" უახლოვდება

ალექსის სანჩესი მილანის „ინტერის“ რიგებში გადასვლას უახლოვდება. ჩილელი ფეხბურთელი „ნერაძურისთან“ აქტიურ მოლაპარაკებებს მართავს და თუკი Sportitalia-ს დავუჯერებთ, შეთანხმებამდე ფორმალობები რჩება.

გამოცემის გავლენიანი ჟურნალისტის, ალფრედო პედულას, თქმით, მილანელები სანჩესს მშრალი იჯარით აიყვანენ, შემდეგ წელს კი მისი დაახლოებით 15 მილიონ ევროდ გამოსყიდვის საშუალება ექნებათ.

იტალიური პრესა წერს, რომ „შავ-ლურჯები“ ჩილელს პირველ სეზონში ხელფასის სახით 4 მილიონ ევროს გადაუხდიან, დანარჩენ 10 მილიონს კი „მანჩესტერ იუნაიტედი“ დაფარავს. თუმცა, ბრიტანული გამოცემების ცნობით, გუნდები ხელფასის 50-50%-ს გადაიხდიან.

მას შემდეგ, რაც „ინტერი“ სანჩესს გამოისყიდის, მისი წლიური ხელფასი 6.5 მილიონი ევრო გახდება. ფეხბურთელს მილანში ხვალ დილით ელოდებიან, რათა სამედიცინო შემოწმება გაიაროს და „ინტერის“ რიგებს ოფიციალურად შეუერთდეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები