Aa
Aa
19 აგვისტო 2019  |  10:20

პოჩეტინო პრემიერ ლიგის მესვეურებს აკრიტიკებს

„ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელი, მაურისიო პოჩეტინო სატრანსფერო ფანჯრის ნაადრევად დახურვის წინააღმდეგია. ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ და გერმანულ კლუბებს სასურველი ფეხბურთელების გადაბირება 2 სექტემბრამდე შეუძლიათ. „ნისლიანი ალბიონის“ წარმომადგენლებს კი 8 აგვისტომდე.

არგენტინელმა სპეციალისტმა საკუთარი პოზიცია ბრიტანულ გამოცემებთან საუბრისას დააფიქსირა და აღნიშნა.

„ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის მიერ მიღებული გადაწყვეტილებას არ ვეთანხმები. ისინი თვლიდნენ, რომ ეს კლუბებისთვის საუკეთესო ვარიანტი იყო, მაგრამ ახლა მათი უმრავლესობა ხვდება, რომ უდიდესი შეცდომა დაუშვეს“.

„იმედი მაქვს მომდევნო სეზონისთვის პრობლემა მოგვარდება და ჩვენ სხვა ქვეყნების მაგალითს მივბაძავთ“.

„ბუნებრივია როგორც მწვრთნელი უკმაყოფილო ვარ, რადგან სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე 3 კვირით ადრე, რომელიმე ევროპულ კლუბს შეუძლია ჩემს გუნდში არეულობა გამოიწვიოს“.

„ვიმედოვნებ პრემიერ ლიგის მესვეურები ამ საკითხს განიხილავენ და ძველ რეგულაციებს დააბრუნებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები