"რეალი" - დე ხეა. საგა გრძელდება?
"AS"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მოახლოვებული სატრანსფერო პერიოდის დროს, მადრიდის "რეალს" დავიდ დე ხეას დამატების საკმაოდ კარგი შანსი ექნება.
როგორც აღნიშნული წყარო იუწყება, გასულ წელს, "მანჩესტერ იუნაიტედთან" კონტრაქტის გახანგრძლივების დროს, დე ხეამ ხელშეკრულებაში ჩართო პუნქტი, რომლის თანახმადაც მომდევნო წელს მადრიდის "რეალს" მისი ყიდვა 50 მილიონ ევროდ შეეძლება. თუმცა აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ პუნქტს ძალა 15 ივნისამდე აქვს და სურვილის შემთხვევაში, "სამეფო გუნდს" მეკარის დამატება სწორედ ამ ვადაში მოუწევს.
შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, დე ხეა "რეალში" გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, თუმცა კლუბებს შორის გარიგება, სატრანსფერო პერიოდის უკანასკნელ დღეს ჩაიშალა.