ინგლისელმა ფეხბურთელმა სიდნეიში დანით შეიარაღებული პირი შეაჩერა
Aa
Aa

ინგლისელმა ფეხბურთელმა სიდნეიში დანით შეიარაღებული პირი შეაჩერა

„ბერის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, პოლ ოშონესიმ და მისმა ორმა კომპანიონმა სიდნეიში დანით შეიარაღებული პირი შეაჩერეს. ოშონესი, რომელიც „ბერის“ ღირსებას 1998-დან 2008 წლამდე იცავდა, მისი ძმა ლუკი და მეგობარი ლი ოფისში მუშაობდნენ, როცა ყვირილი მოესმათ.

ბრიტანელები ქუჩაში გავიდნენ და დამნაშავეს გაეკიდნენ. მათ მამაკაცი წააქციეს, სკამების გამოყენებით განძრევის საშუალება არ მისცეს და პოლიციის მოსვლამდე დააკავეს. 

ოშონესი ავსტრალიაში 2008 წელს გადავიდა და „ჩრდილოეთ სიდნეის“ ღირსებას იცავს. ბრიტანელმა ფეხბურთელმა მოგვიანებით ადგილობრივ გამოცემებს ინტერვიუ მისცა და განაცხადა: „ოფისში ვიყავით, როცა ვნახეთ გარეთ რა ხდებოდა და მამაკაცს გავეკიდეთ. მას დანა ჰქონდა, რომელიც სისხლში იყო ამოსვრილი. იგი არაბულად ყვიროდა და აშკარა გახლდათ, რომ რაღაცის ზემოქმედების ქვეშ იყო. ჩემმა ძმამ მისი შეჩერება მოახერხა და პოლიციის მოსვლამდე დაკავებული გვყავდა“.

მოწმეების განცხადებით მამაკაცი რელიგიის შესახებ აკეთებდა კომენტარებს, შემდეგ კი სამართალდამცველებს სთხოვდა მოეკლათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები