Aa
Aa

ოლმოს შეძენით ''მილანი'' დაინტერესდა

''კორიერე დელო სპორტის'' ცნობით ზაგრების ‘‘დინამოს’’ შემტევ ნახევარმცველ დანი ოლმოს კიდევ ერთი მსურველი გამოუჩნდა. ‘‘მილანი’’ მზადაა ესპანელის სანაცვლოდ 30 მილიონი ევრო გადაიხადოს.

ოლმოს შეძენა ასევე სურთ ‘‘მანჩესტერ იუნაიტედსა’’ და მიუნხენის ‘‘ბაიერნს.’’ ‘‘წითელი ეშმაკები’’ ტრანსფერში 25 მილიონ ევროს იხდიან, ბავარიელები კი - 28 მილიონს.

ხორვატული გამოცემა 100posto ამტკიცებს, რომ ზაგრების ‘‘დინამო’’ ფეხბურთელის ერთი სეზონით შენარჩუნებაზე ზრუნავს. ხორვატიის ჩემპიონებმა 21 წლის მოთამაშეს ახალი კონტრაქტი შესთავაზეს, რომლის მიხედვით წლიური ხელფასი 2 მილიონ ევროს შეადგენს.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დანი ოლმომ ‘‘საბურთალოს’’ წინააღმდეგ ითამაშა. ‘‘მაქსიმირზე’’ ‘‘დინამომ’’ 3:0 გაიმარჯვა, ოლმოს ანგარიშზე კი გოლი და საგოლე გადაცემა იყო. ქართულ გუნდთან მატჩში ოლმომ თავი შესანიშნავად წარმოაჩინა.

მსგავსი სიახლეები