ნეიმარის ერთ-ერთი ადვოკატი ბარსელონაში იმყოფება
Aa
Aa

ნეიმარის ერთ-ერთი ადვოკატი ბარსელონაში იმყოფება

ესპანურ პრესაში ნეიმარის საპნის ოპერის შესახებ მორიგი ინფორმაცია გავრცელდა. Gol-ის კამერებმა „ბარსელონას“ ოფისთან ბრაზილიელი ფეხბურთელის ერთ-ერთი ადვოკატი, ხუან დე დიოს კრესპო დააფიქსირეს. ეს უკანასკნელი 2017 წელს „ნეის“ ტრანსფერში აქტიურად იყო ჩართული, პსჟ-ს წარმოადგენდა და 222 მილიონიანი ტრანზაქცია სწორედ მან განახორციელა. 

ნეიმარის ადვოკატი „ბლაუგრანას“ ოფისში კლუბის ხელმძღვანელობის ერთ-ერთ წევრთან, არიედო ბრაიდასთან ერთად შევიდა.

ხუან დე დიოს კრესპოს თქმით იგი კატალონიაში სხვა კლიენტის გამო იმყოფება და ამ ყველაფერს პსჟ-სთან არანაირი კავშირი არ აქვს.

ესპანური პრესაში ვალენსიელი ადვოკატის ჩასვლის სხვა მიზეზიც გავრცელდა. ხუან დე დიოს კრესპო კლუბებს FIFA-სთან, UEFA-სთან და TAS-თან წარმოქმნილ დავებში უწევს კონსულტაციას.

რამდენიმე წუთის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ არიედო ბრაიდა "ბარსელონას" დატოვებას აპირებს და ფორმალური მხარე სწორედ ხუან დე დიოს კრესპომ უნდა მოაგვაროს. ადვოკატის კატალონიაში ჩასვლის მიზეზი ზუსტად ეს გახლავთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები