ჟოზემ პრემიერ ლიგის 4 ფავორიტი დაასახელა
Aa
Aa

ჟოზემ პრემიერ ლიგის 4 ფავორიტი დაასახელა

ჟოზე მოურინიო ხმამაღალი განცხადებების გაკეთებას არასდროს ერიდებოდა და სიტუაცია არც Sky Sport-ში მუშაობის დაწყების შემდეგ შეცვლილა. "მანჩესტერ იუნაიტედისა" და "ჩელსის" მატჩის წინ, პორტუგალიელ სპეციალისტს ჰკითხეს, მისი აზრით რამდენ გუნდს აქვს პრემიერ ლიგის წლევანდელი გათამაშების მოგების შანსი, რაზეც მოურინიომ განაცხადა.

"ოთხს. მანჩესტერ სიტი, ტოტენჰემი, ლივერპული და მანჩესტერ სიტის ბ გუნდი".

"მას შემდეგ, რაც გუშინ ქალაქელთა სათადარიგო სკამზე მსხდომი ფეხბურთელები ვიხილე, ვთვლი, რომ პრემიერ ლიგის ტიტულისთვის ბრძოლა სიტის ბ გუნდსაც შეუძლია".

"ზოგჯერ ფეხბურთში სასწაულები ხდება, თუმცა ჩვენ ვსაუბრობთ გუნდზე, რომელმაც გასულ სეზონში ინგლისში ყველაფერი მოიგო(სიტი). ჩვენ ასევე ვსაუბრობთ გუნდზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია და გუნდზე, რომელიც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდა".

"პარალელურად კი გვყავს იუნაიტედი, რომელმაც მეექვსე ადგილი დაიკავა და არსენალი, რომელმაც სეზონი მეხუთე პოზიციაზე დაასრულა".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები