Aa
Aa

საბონისი ბითაძეს აქებს - "გოგა შესანიშნავი კალათბურთელია"

„ინდიანა პეისერსის“ ლიეტუველმა კალათბურთელმა, დომანტას საბონისმა ერთ-ერთ ინტერვიუში გოგა ბითაძის შესახებ ისაუბრა. 23 წლის ცენტრმა გაიხსენა რა რეაქცია ჰქონდა, როცა „ინდიანამ“ ბითაძე აირჩია და განაცხადა.

 „კიდევ ერთი ცენტრი?! თავიდან შოკირებული ვიყავი, მაგრამ შემდეგ ყველაფერს მივხვდი. მე და მაილსს დამხმარე გვჭირდება და ბითაძე შესანიშნავი კალათბურთელია. მას დრაფტის შემდეგ გავესაუბრე. იგი თავდაუზოგავად შრომობს და დარწმუნებული ვარ პეისერსი მას უკეთეს კალათბურთელად აქცევს. ჩვენ ბითაძეს მსგავსი მოთამაშეები გვჭირდებოდა“.

როგორც მოგეხსენებათ ბითაძე „ინდიანამ“ მე-18 ნომრად აირჩია. გოგას „პეისერსის“ მაისურით პირველი შეხვედრა ლას-ვეგასის საზაფხულო ლიგაზე უნდა ჩაეტარებინა, მაგრამ ვიზასთან დაკავშირებული პრობლემების გამო, ამერიკაში გამგზავრება ვერ მოახერხა.

ქართველი კალათბურთელის კლუბს ახალი სეზონის წინ დიდი ამბიციები აქვს. გასულ სეზონში "პეისერსმა" აღმოსავლეთ კონფერენციის მეხუთე პოზიცია დაიკავა და რომ არა ვიქტორ ოლადიპოს ტრავმა, გაცილებით მეტს მიაღწევდა.

 „ინდიანაში“ სჯერათ,  რომ წლეულს უკეთ იასპარეზებენ და ბითაძესიც ეიმედებათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები