ზიდანი:
Aa
Aa

ზიდანი: "გოლფს თამაშობდა? არ ვიცი რა გიპასუხოთ, იმედი მაქვს ბეილი იქ ვარჯიშობდა"

როგორც ცნობილია გარეთ ბეილსა და მადრიდის "რეალს" შორის ურთიერთობა საკმაოდ დაძაბულია და უელსელს გუნდის დატოვება უნდა, თუმცა მას კარიერის ჩინეთში გაგრძელება დიდად არ ხიბლავს.

"რეალი" ბეილის სარფიანად გაყიდვას გეგმავს, ამ დროს კი ფეხბურთელსა და ზიდანს შორის ურთიერთობა სულ უფრო იძაბება.

როდესაც "რეალი" "ტოტენჰემთან" წინასასეზონო შეხვედრას მართავდა, ამ დროს ბეილი გოლფის თამაშით ერთობოდა და გუნდი ნაკლებად ადარდებდა.

შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ზიდანს ჟურნალისტებმა ამის შესახებ აცნობეს და კომენტარის გაკეთება სთხოვეს. ზიზუმ საკმაოდ ცივი პასუხი გასცა.

"გოლფს თამაშობდა? არ ვიცი რა გიპასუხოთ. თქვენ მეუბნებით რაღაცას, რაც მოხდა, მე კი აქ ვარ ჩემს მოთამაშეებთან ერთად და ამ თემაზე საუბარს არ ვაპირებ.

იმედი მაქვს ბეილი იქ ვარჯიშობდა. ჩვენ აქ გუნდზე ვფიქრობთ".

ფრანგმა სპეციალისტმა ამის შემდეგ გუნდის ახალ ტაქტიკურ სქემაზეც ისაუბრა.

"ბოლო შეხვედრებში 4-4-2-ით ვითამაშეთ, თუმცა ეს უფრო 4-4-1-1 იყო. მოედანზე ერთ ნახევარმცველს სრულ თავისუფლებას ვაძლევთ. წინა ჯერზე ეს აზარი იყო, ამჯერად ისკო.

ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ მოთამაშეები გვაკლია და თან რაიმე ახლის ცდა გვსურს. სიახლე ყველას სჭირდება და გამონაკლისი არც ჩვენ ვართ".

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები