Aa
Aa

"მონაკო" მუსტაფის ტრანსფერით დაინტერესდა

ფრანგული ‘‘ეკიპის’’ ცნობით ‘‘მონაკო’’ ლონდონის ‘‘არსენალის’’ გერმანელი მცველის, შკოდრან მუსტაფის გადაბირებითაა დაინტერესებული. ფრანგულმა კლუბმა 27 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე ‘‘არსენალს’’ ოფიციალურად მიმართა, თუმცა მოთამაშემ კიკერთან საუბარში კლუბის დატოვება გამორიცხა.

‘‘მეთოფეები’’ ცენტრალური მცველის სანაცვლოდ 30 მილიონ ევროს ითხოვენ. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონს ჩრდილოლონდონურ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებს.

‘‘ევერტონისა’’ და ‘‘სამპდორიას’’ ყოფილი მოთამაშე ლონდონურ გუნდში 2016 წელს ესპანური ‘‘ვალენსიადან’’ გადავიდა. სატრანსფერო თანხამ 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები