რონალდუ:
Aa
Aa

რონალდუ: "ბოლო 5 წელიწადში "ბარსელონამ" რამდენი ფული დახარჯა, მაგრამ ლიგა ერთხელაც ვერ მოიგო"

მადრიდული გამოცემა Marca-ს მიერ ორგანიზებულ სპეციალურ ღონისძიებაზე კრიშტიანუ რონალდუს ლეგენდის ჯილდო გადაეცა. გამოცემამ პორტუგალიელი სუპერვარსკვლავს აღნიშნული სტატუსი წარმატებული კარიერის დამსახურებით მიანიჭა.

ხსენებული ჯილდო რონალდუს გარდა ისეთ ლეგენდებს აქვთ მიღებული როგორებიც მაიკლ ჯორდანი, რაფაელ ნადალი, ლეო მესი, უსეინ ბოლტი, მაიკლ ფელპსი და დიეგო მარადონა არიან.

რონალდუმ Marca-სთან ინტერვიუც ჩაწერა, სადაც მოახლოებულ სეზონზე და ჩემპიონთა ლიგის ფავორიტებზე ისაუბრა.

„მოიგებს თუ არა წელს „იუვენტუსი“ ლიგას? ყოველთვის ასეა, ეს არის „იუვენტუსის“, „რეალისა“ და „ბარსას“ სეზონი, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონთა ლიგას მხოლოდ ერთი იგებს.

მაგალითად ავიღოთ „ბარსელონა“: ბოლო 5 წელიწადში მათ რამდენი ფული დახარჯეს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგა ერთხელაც არ მოუგიათ. ეს ასე არ მუშაობს, როგორც ხალხი ფიქრობს.

„იუვე“ წელს კარგად გაძლიერდა და როგორც ყოველთვის გუნდი გამარჯვებისთვის იბრძოლებს, მაგრამ ეს ბევრ ფაქტორზე იქნება დამოკიდებული: ჯგუფები, მომენტები, ტრავმები, იღბალი - მაგრამ როგორც მე ვამბობ ხოლმე, არ არის აუცილებელი, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებით იყო შეპყრობილი.

თუ, ჩემპიონთა ლიგას წელს ვერ მოვიგებთ, იმედია ეს მომდევნო ორ სეზონში მოხდება. როგორც ეს გუნდი მუშაობს და რა გზითაც მიდის, „იუვე“ ამ ტურნირის მოგებას ნამდვილად იმსახურებს.

ფავორიტები? ყოველ წელს ერთი და იგივე სია გვაქვს. „რეალი“, „ბარსა“, „ატლეტიკო“, „ბაიერნი“, „იუვენტუსი“, „ლივერპული“.

„ბარსა“ და „რეალი“ ტრადიციულად ყველას ბევრს ხარჯავენ, ასევე „სიტიც“. თუმცა, ფეხბურთში ფავორიტები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ“.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები