The Sun: სავიჩი "იუნაიტედში" შეთანხმებულია!
ბრიტანული The Sun-ის თქმით, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღია და მის ტრანსფერზე „ლაციოსთანაც“ პრაქტიკულად მოილაპარაკა.
გამოცემა გარიგების სავარაუდო ღირებულებად 81 მილიონ ფუნტს ასახელებს, რომელსაც „ლაციალე“ უახლოეს დღეებში მიიღებს და სერბი შუახაზელიც „ოლდ ტრაფორდის“ გზას დაადგება.
სავიჩს „წითელ ეშმაკებთან“ 5-წლიანი კონტრაქტი აქვს შეთანხმებული, რაც ნიშნავს, რომ ინგლისურ კლუბს პოლ პოგბას „იუვენტუსში“ ან „რეალში“ გაყიდვის საშუალება ეძლევა.
შეგახსენებთ, რომ მილიკოვიჩ-სავიჩის გადაბირებაზე ტურინის „იუვენტუსი“ და „პარი სენ ჟერმენიც“ აქტიურად მუშაობდნენ.