ოფიციალურად:
Aa
Aa

ოფიციალურად: "რეალს" დღეს ძირითადის 2 მოთამაშე დააკლდება!

"რეალის" ქომაგებისთვის არცთუ კარგ ამბავს ავრცელებს მადრიდულ სპორტული გამოცემა AS. 

საქმე ისაა, რომ ექიმების საბოლოო დასკვნით, დღევანდელ შეხვედრაში მონაწილეობას კარიმ ბენზემა და კაზემირო ვერ მიიღებენ.

ბენზემამ ბარძაყის ტრავმის ბოლომდე მოშუშება ვერ მოასწრო, კაზემირო კი ამ დრომდე ინდივიდუალურად ვარჯიშობს. 

"რეალისა" და "სიტის" შეხვედრა "სანტიაგო ბერნაბეუზე", დღეს 22:45 საათზე აიღებს სტარტს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები