Aa
Aa

L’Equipe: ნეიმარი პსჟ-ში დარჩება

ფრანგული L’Equipe თვლის, რომ ნეიმარი მომდევნო სეზონსაც პსჟ-ს რიგებში გაატარებს. გამოცემა გვამცნობს, რომ კლუბი ბრაზილიელი სუპერვარსკვლავის გასხვისებით დაინტერესებული აღარაა. ამასთანავე, დიდად არც „ბარსელონა“ და „რეალი“ აქტიურობენ.

მართალია, მადრიდელებმა ფრანგებს ნეიმარის სანაცვლოდ 90 მილიონი ევრო და გარეტ ბეილი შესთავაზეს, მაგრამ პარიზელები ამ წინადადებამ ნამდვილად ვერ მოხიბლა.

L’Equipe-ს თქმით, ტომას ტუხელის გეგმებში ბეილის დამატება არ შედის და თითქმის გამორიცხულია, „რეალს“ მისი ტრანსფერში გამოყენება გამოუვიდეს.

გამოცემა ყველაზე რეალურ სცენარად ნეიმარის პარიზში დარჩენას ასახელებს, რადგან არც „ბარსა“ და არც „რეალი“ 222 მილიონ ევროს არ გადაიხდიან, პსჟ-ს კი ლიდერის სხვა ფორმით თუ თანხით დათმობა არ სურს.

შეგახსენებთ, რომ ნეიმარი ამჟამად პსჟ-სთან ერთად ჩინურ შეკრებაზე იმყოფება, მისი მამა კი ევროპაშია და ტრანსფერზე მუშაობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები