ოფიციალურად: დიალო პსჟ-ში ითამაშებს!
Aa
Aa

ოფიციალურად: დიალო პსჟ-ში ითამაშებს!

საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი კაპიტანი, აბდუ დიალო, დორტმუნდის „ბორუსიადან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. ინფორმაცია გერმანული კლუბის სპორტულმა დირექტორმა, მიხაელ ცორკმა, დაადასტურა.

გამოცემა L’Equipe წერს, რომ პარიზელებს ფეხბურთელის ტრანსფერი 34 მილიონი ევრო დაუჯდათ, ფეხბურთელთან კი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმეს.

23 წლის მცველმა ბუნდესლიგაში 2 სეზონი გაატარა, იგი ჯერ „მაინცის“ ღირსებას იცავდა, 2018-2019 წლებში კი „დორტმუნდის“ მაისურით 38 შეხვედრა გამართა.

სენეგალში დაბადებული დიალო „მონაკოს“ სკოლის აღზრდილია და საფრანგეთის აბსოლუტურად ყველა ასაკობრივ ნაკრებში აქვს ნათამაშები. მის მიმართ ინტერესს კიდევ რამდენიმე ევროპული კლუბი იჩენდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები