კრიშტიანუს ახალი შეყვარებული მესის ფანია!
კრიშტიანუ რონალდუს თავისუფალი კაცობის ჟამს არაერთ ლამაზმანთან აკავშირებენ. ბოლო პერიოდში მედიის წარმომადგენლებს საფუძვლიანი ეჭვი აქვთ, რომ იგი მექსიკელ მფრინავ ალე მანრიკესს ხვდება.
ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ სხვადასხვა ფოტოებით დასტურდება, რომ ეს გოგონა "ბარსელონას" დიდი გულშემატკივარი და ლეო მესის პირადი ფანია.
ალეს ერთ-ერთი ფოტო "ნოუ კამპის" მუზეუმში აქვს გადაღებული, რომელზეც მშვენიერმა გოგონამ ასეთი წარწერა გააკეთა: "მაპატიე კრიშტიანუ, შენ ძალიან მიმზიდველი ხარ, თუმცა ის საუკეთესოა"!
"ის"-ში ვინ იგულისხმებოდა რთული მისახვედრი არაა, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელისთვის მანრიკესის მსოფლმხედველობაზე უფრო მნიშვნელოვანი მისი სილამაზეა...
