რონალდუმ ტრავმაზე კომენტარი გააკეთა...
Aa
Aa

რონალდუმ ტრავმაზე კომენტარი გააკეთა...

დღეს ნაშუადღევს კრიშტიანუ რონალდუმ, რომელიც გუშინ "ვილიარეალთან" მატჩისას დაშავდა, ტრავმასთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გააკეთა და მას ქომაგებისათვის დამამშვიდებელი ფოტოც დაურთო, რომლითაც პერსონალურ გულშემატკივრებს თანადგომისთვის მადლობა გადაუხადა.

პორტუგალიელს გამოკვლევა მადრიდში მდებარე კლინიკა "ვალდებებასში" ჩაუტარდა. იქიდან გამოსულმა ვარსკვლავმა კი ინსტაგრამზე ფოტოსთან ერთად, ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

"სერიოზული არაფერია, იმედი მაქვს შაბათს "რაიო ვალეკანოს" წინააღმდეგ თამაშს შევძლებ. დიდი მადლობა ყველას თანადგომისა და გამხნევებისათვის"!

პოსტი პოსტად, თუმცა ესპანური გამოცემები ვარაუდობენ, რომ ზინედინ ზიდანი კრიშტიანუს "რაიოსთან" აუცილებლად დაასვენებს, რათა იგი "სიტისთან" "ჩემპიონთა ლიგის" 1/2 ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრას სრულ მზადყოფნაში შეხვდეს. 

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები