რივალდო:
Aa
Aa

რივალდო: "ფაქტია რომ არგენტინელებს მსაჯმა 2 პენალტი არ დაუნიშნა"

ბრაზილიისა და არგენტინის ნახევარფინალური მატჩის შემდეგ ატეხილი მხაური არ ცხრება.

როგორც მოგეხსენებათ, არგენტინის ფეხბურთის ასოციაციამ კონმებოლისგან ნახევარფინალური მატჩის მთავარ არბიტრ როდდი სამბრანოსა და ვიდეოასისტენტს შორის გამართული საუბრის აუდიოჩანაწერი გამოითხოვა. “ალბისელესტეს“ წარმომადგენლები მსაჯობით უკმაყოფილოები არიან და თვლიან, რომ ეკვადორელმა რეფერიმ ორი თერთმეტმეტრიანი არ დანიშნა.

არგენტინულ პრესაში საკმაოდ საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა, რომელიც ჯერჯერობით დაუზუსტებელია. როგორც ირკვევა ვიდეოასისტენტმა, ლეოდან გონსალესმა მატჩის შემდეგ მსაჯთა კომისრებთან საუბრისას განაცხადა, რომ ორივე ეპიზოდში წესების დარღვევა დაინახა და სამბრანოს შეატყობინა, რომ ორივე შემთხვევაში თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა, თუმცა ეკვადორელმა რეფერიმ მომენტები VAR-ზე მაინც არ გადაამოწმა.

დღეს კი ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა რივალდომ ამ საკამათო ეპიზოდების შესახებ ისაუბრა და პირდაპირ განაცხადა, რომ მსაჯმა არგენტინელები დაჩაგრა.

"დიახ, ბრაზილია ამ მომენტისთვის არგენტინაზე ძლიერი გუნდია, მაგრამ ფაქტია რომ არგენტინელებს მსაჯმა 2 პენალტი არ დაუნიშნა. მთავარი არბიტრი ვალდებული იყო ვარის დახმარებით მომენტები გადაემოწმებინა".

როგორც ხედავთ საქმე საკმაოდ სერიოზულად არის. კონმებლოს დიდი იაღლიში მოუვიდა და მათი ისედაც არც ისე მყარი რეპუტაცია კიდევ უფრო შეირყა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები