"ევროპის ლიგის" 1/2 ფინალური წყვილები ცნობილია!
შვეიცარიის ქალაქ ნიონში რამდენიმე წუთის წინ "ევროპის ლიგის" 1/2 ფინალური ეტაპის კენჭისყრა დასრულდა.
ტურნირის ამ სტადიაზე ერთმანეთს "შახტარი"-"სევილია" და "ვილიარეალი"-ლივერპული" დაუპირისპირდებიან.
ნახევარფინალების პირველი მატჩები 28 აპრილს ლვოვსა და ვალენსიაში გაიმართება, ხოლო 5 მაისს გუნდები სევილიასა და ლივერპულში ითამაშებენ.
"ევროპის ლიგის" ფინალური შეხვედრა 18 მაისს შვეიცარიის ქალაქ ბაზელში "სენტ იაკობ პარკზე" ჩატარდება.