Aa Aa
12 აპრილი 2016  |  16:21

ზიდანი: "ახლა მთავარი მოთმინებაა"!

მადრიდის "რეალის" თავკაცმა ზინედინ ზიდანმა "ვოლფსბურგთან" საპასუხო მატჩისწინა პრესკონფერენციაზე შემდეგი განაცხადა: 

"ხვალ დიდი მატჩია, რომელსაც საწყის 10 და 15 წუთში ვერც მოვიგებთ, ვერც წავაგებთ. მნიშვნელოვანია, რომ ძალები გადავანაწილოთ და მთელი შეხვედრა სრული კონცენტრაციით ვითამაშოთ. თუ მეტოქე გაგვიტანს, საქმე ძალიან გართულდება, ამიტომაც დაცვისა და მეკარის კარგი თამაში, შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორიც გახდეს".

"რამდენადაც ეს ანგარიში უარყოფითი და "ვოლფსბურგისთვის" კომფორტულია, იმდენად მოტივაციას გვძენს, ჩემი ბიჭებისთვის ასეთი გამოწვევები ძალიან საინტერესოა. ახლა მთავარია მოთმინება და ერთად დგომა. ამ კუთხით კი ფანების როლი უმნიშვნელოვანესია, "რეალის" თითოეულ ქომაგს ვთხოვ, რომ მთელი თამაში გვერდში დაგვიდგეს, ეს გუნდისთვის დიდი დახმარება იქნება". - უთხრა ჟურნალისტებს ზიდანმა. 

 

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები