Aa Aa
27 ივნისი 2019  |  13:17

ოფიციალურად: "ბარსელონამ" "ვალენსიას" გოლკიპერი ნეტო გაიფორმა

„ბარსელონამ“ დღეს მორიგი ტრანსფერი განახორციელა, რომლის შესახებაც ოფიციალურად განაცხადა.

კატალონიელთა ვებ გვერდი იტყობინება, რომ კლუბმა „ვალენსიას“ 29 წლის ბრაზილიელი გოლკიპერი ნორბერტო ნურარა, იგივე ნეტო გაიფორმა.

როგორც მოგეხსენებათ, გუშინ „ბარსელონას“ სათადარიგო გოლკიპერი იესპერ სილესენი 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ „ვალენსიაში“ გადაბარგდა, დღეს კი „ბარსამ“ 26 მილიონად „ღამურების“ მეკარე გაიფორმა.

ნეტომ კლუბთან 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 200 მილიონი იქნება.

კლუბებს შორის არსებული გარიგების თანახმად, „ვალენსია“ მომდევნო წლებში ბონუსების სახით 9 მილიონ ევროს მიიღებს, რაც ნეტოს თამაშზე იქნება დამოკიდებული.

ბრაზილიელი გოლკიპერი „ვალენსიას“ ღირსებას 2017 წლიდან იცავს. მან „ღამურების“ მაისურით 80 შეხვედრა ჩაატარა, რომელთაგან 24 შემთხვევაში კარი მშრალად შეინახა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები