პიანიჩი
Aa
Aa

პიანიჩი "იუვეს" დატოვებას არ აპირებს

29 წლის ბოსნიელმა ნახევარმცველმა, მირალემ პიანიჩმა ტურინის „იუვენტუსის“ დატოვება და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება გამორიცხა. ბოსნიელი ფეხბურთელის შეძენით „პარი სენ-ჟერმენი“, „რეალი“ და „სიტი“ გახლდათ დაინტერესებული, თუმცა პიანიჩის სამომავლო გეგმებში „ალიანს სთედიუმის“ დატოვება არ შედის.

“სანერვიულო არაფერი მაქვს. კლუბთან კონტრაქტი კიდევ ოთხი წლით მაკავშირებს. მე „იუვენტუსი“ მიყვარს და მათაც ვუყვარვარ.

ტურინში თავს ბედნიერად ვგრძნობ. „იუვენტუსი“ დიდი კლუბია და მისთვის კიდევ ბევრის გაკეთება შემიძლია. „იუვე“ შესანიშნავი გუნდია, რომელსაც საოცარი გულშემატკივრები ჰყავს“.

პიანიჩი „ბიანკონერის“ რიგებში 2016 წელს გადავიდა. მანამდე იგი „რომას“ ღირსებას იცავდა. „ბებერ ქალბატონთან“ ერთად ბოსნიელმა ნახევარმცველმა „სკუდეტო“ მიჯრით სამჯერ დაისაკუთრა. აღსანიშნავია, რომ საწყის ორ სეზონში იგი სერია A-ს წლის საუკეთესო გუნდში მოხვდა, თუმცა განვლილ სეზონში იგივე მიღწევა ვერ გაიმეორა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები