Aa
Aa

"ჩელსის" ვარსკვლავზე ტაციაობაა! - "რეალი" და "ბარსა" კონკურენტები არიან...

ლონდონის "ჩელსის" ბელგიელი კიპერი ტიბო კურტუა ბოლო დროს თავისი ამჟამინდელი გუნდისადმი თბილ კომენტარებს სულაც არ აკეთებს, რამაც მისი "სტემფორდ ბრიჯიდან" აბარგების ხმები კიდევ უფრო გააძლიერა, პრესაში კი ამასთან დაკავშირებით სერიოზული მითქმა-მოთქმაა...

ესპანური AS-ის ინფორმაციით, "რეალი" და "ბარსელონა" კურტუასთვის ბრძოლაშიც კონკურენტები არიან. თავად ბელგიელის პოზიციიდან რომ ვთქვათ, იგი მადრიდში დაბრუნების წინააღმდეგი არ უნდა იყოს, რადგან მისი შეყვარებული სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობს. 

ამრიგად, სეზონის ბოლოდან დიდი ამბები გველის და მაშინ გაირკვევა თუ სად გააგრძელებს კარიერას ბევრის აზრით მსოფლიოს მომავალი ნომერ პირველი გოლკიპერი. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები