Aa
Aa

სანტი მინა: "თუკი თასს მოვიგებთ, სპეციალურ ტატუს გავიკეთებ"

„ვალენსიას“ ახალგაზრდა თავდამსხმელმა, სანტი მინამ, პირობა დადო, რომ თუკი მისი გუნდი თასის ფინალში „ბარსელონას“ დაამარცხებს, ამასთან დაკავშირებით სპეციალურ ტატუს გაიკეთებს. მინას აზრით, მას და თანაგუნდელებს ფინალისთვის ექსტრამოტივაცია სჭირდებათ.

„ბარსელონა“ მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია, მის რიგებში კი საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ ჩვენ 11 მეომარი ვართ და აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ.

პერსონალური მოტივაციით უნდა ვითამაშოთ და, ვფიქრობ, ყველა ჩვენგანს რაღაც განსაკუთრებული გამოწვევაც სჭირდება. მაგალითად, მე ვაპირებ, რომ თუკი თასს მოვიგებთ, სპეციალურ ტატუს გავიკეთებ.

საოცარი სეზონი გამოვა, თუკი მას ტიტულით დავასრულებთ. ყველა ხედავს, რომ გუნდის ცუდი პერიოდი წარსულს ჩაბარდა“.

„ვალენსიამ“ ლა ლიგაში მე-4 ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა, „ბარსასთან“ ესპანეთის თასის ფინალურ მატჩს კი 25 მაისს ჩაატარებს. თასის სატიტულო შეხვედრა „ბეტისის“ საშინაო არენა „ბენიტო ვილამარინზე“ ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები