Aa
Aa

ოფიციალურად: პრეციოზი "ჯენოას" ყიდის!

იტალიური „ჯენოას“ პრეზიდენტმა, ენრიკო პრეციოზიმ, კლუბის გაყიდვა გადაწყვიტა და ამის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.

როგორც პრეციოზის განცხადებაში წერია, დირექტორთა საბჭომ და თავად პრეზიდენტმა ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად ყველაფერი გაიღეს, თუმცა დადგა ის მომენტი, როცა ისინი უძლურნი არიან და კლუბის გასხვისების აუცილებლობა დღის წესრიგშია.

71 წლის პრეციოზი ცნობილი ბიზნესმენია და აპენინებზე ერთ-ერთ უმსხვილეს სათამაშოების მაღაზიათა ქსელს ფლობს. იგი 1998-2003 წლებში საფეხბურთო კლუბ „კომოს“ მფლობელი იყო, „ჯენოა“ კი 2003 წელს შეიძინა.

„ჯენოა“ იტალიის ერთ-ერთი უძველესი კლუბია, ის 1893 წელს დაარსდა, ქვეყნის ჩემპიონობა კი ისტორიაში 8-ჯერ აქვს მოპოვებული. „გრიფონე“ მიმდინარე სერია A-ში დასარჩენად იბრძვის და საამისოდ ბოლო 2 ტურში წარმატებული თამაში სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები